|
2020-04-06 10:47:18, 5224 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან 5 ჩვენს ცენტრშია მოთავსებული, მათი წყაროები ცნობილია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან 5 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მათი წყაროები ცნობილია. მისი თქმით, 3 პაცინტი, რომლებიც კონტაქტებს წარმოადგენს, განმეორებით ტესტირებას საჭიროებს. „გუშინ დილას გვქონდა 170 შემთხვევა, დღეს დილას უკვე გვაქვს 188 შემთხვევა. ამ 18 ახალი შემთხვევიდან 5 ჩვენს ცენტრშია მოთავსებული. მათი ინფექციის წყაროები ცნობილია და ჩვენთან არის კონტაქტები. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთან დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 28 პაციენტზე ტესტირება და აქედან 5 იყო დადებითი. 3 პაციენტთან, რომლებიც კონტაქტები არიან გაურკვეველი პასუხებია და მოითხოვს განმეორებით ტესტირებას და ეს ალბათ, დღის განმავლობაში გაირკვევა“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)