18:04 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-04 18:02:07, 3794 ნახვა

კომენტარი
ლევან რატიანი - ინფიცირებულთა რიცხვს 13 წლის ინფიცირებული პაციენტი შეემატა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, რომ კლინიკაში არსებულ 38 პაციენტს დღეს კიდევ ერთ, 13 წლის პაციენტი შეემატა.

მისი თქმით, არასრულწლოვანის მდგომარეობა სტაბილურია და ინფექციონისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

 „დღეს დილით გარდაცვლილი პაციენტი შემოყვანისთანავე, გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, საახეზე იყო სუნთქვის მწვავე უკარისობა, ჩატარებული კველევებიდან გამოვლინდა პნევმოთორაქსი, ეგრეთწოდებულ ფილტვის ჩაჩუტვა, ჩატარდა ყველა ღონისძიება რაც ამ პროცედურისთვის არის დამახასიათებელი.

ჩატარებული კვლევებით ქალბატონთან დაფიქსირდა 24 განდევნის ფრაქცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ქალბატონის გულსისხლძარღვთა სისტემა იყო დეკომპენსირებული, ანუ მისი გულის ფუნქცია არ არსებობდა. პაციენტთან ასევე დაფიქსირდა მწვავე სეფსისი გერმოდინამიკის რღვევით და შემდგომი მკურნალობის მიზნით, პაციენტი გადაიყვანეს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.

პაციენტის მდგომარეობა შემოყვანისთანავე ფასდებოდა კრიტიკულად,  ტერმიინალურად, გერმოდინამიკის რღვევით.

 მას მაქსიმალური დოზები სჭირდებოდა გერმოდინამიკის  სტაბილიზაციას და მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნება მოხდა მხოლოდ 72 საათით და ამ დილით 9 საათზე დაფიქსირდა ბუნებრივი სიკვდილი.

პაციენტს აღენიშნებოდა მიოდისტროფია, ეს ნიშნავს კუნთოვანი სისტემა არ არსებობდა მისი ძირითადი დაავადების გამო.

რაც შეეხება ვირუსს, ეს იყო მაპროვოცირებელი ნებისმიერი პათოლოგიის.

დღეს ჩვენ კლინიკაში წევს 38 პაციენტი შემოგვემეატა 13 წლის ბავშვი, რომელიც კოვიდ ინფიცირებულია. მისი მდგომარეობა სტაბილურია და იგი იმყოფება ინფექციონისტების დაკვირვების ქვეშ.

რაც შეეხება ერთ-ერთ კრიტიკულ პაციენტს, იგი დღეს კრიტიკული მედიცინის განყოფილებიდან ჩამოვა თერაპიის განყოფილებაში და გააგრძელებს მკურნალობას.

რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც რომანოვების კლასტერიდან არის, ჩემს მიერ იქნა გასინჯული რამოდენიმე წუთის წინ და მისი მდგომარეობა მკვეთრად დადებითია, გერმოდინამიკა აღდგენილია, სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია და იგეგმება ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან მოხსნა.  

22 კვირის ორსულ ქალბატონს რაც შეეხება, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. რაც შეეხება მეორე ორსულ ქალბატონს, რომელიც 8 კვირის ორსულია ფიზიოლოგიურ პარამეტრებშია, როგორც დედა ისე ნაყოფი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics