17:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-04 15:54:52, 2561 ნახვა

საზოგადოება
მეორე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ფოთის ტერიტორიას მეხუთე დღეა აკონტროლებს

ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან უკვე მეხუთე დღეა, რაც თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ფოთში შემავალი და გამომავალი ორი ძირითადი გზის კონტროლს ახორციელებს.

ქალაქ ფოთის 2 ლოკაციაზე მოწყობილია გადაადგილების, კონტროლისა და შეზღუდვის პუნქტები, სადაც გაშლილია საველე და სამედიცინო კარვები.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. მკაცრად კონტროლდება მოქალაქეთა გადაადგილება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სამხედრო მედპერსონალის მიერ ხორციელდება მოქალაქეებისთვის თერმული სკრინინგი და საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენა. სწრაფი რეაგირების რქბ ჯგუფის მიერ კი, საგუშაგოზე მიმდინარეობს ყველა სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია სპეციალური ხსნარით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics