|
2020-04-04 14:52:12, 8743 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ში მოქალაქეებს ნაჭრის პირბადეების ტარებას ურჩევენ
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის პრევენციის ცენტრმა (CDC) ახალი რეკომენდაცია გამოსცა, რომელიც საჯარო სივრცეში მოქალაქეებისთვის პირბადეების ტარების აუცილებლობას ითვალისწინებს. აღნიშნული ცენტრის ცნობით, კვლევების თანახმად არსებობენ ადამიანები, რომლებიც კოვიდ-19-ის ინფიცირებისას არ ავლენენ სიმპტომებს და ისეთები, ვისაც ცოტა ხნით ადრე გამოუვლინდა სიმპტომები, შესაბამისად აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით გამოიცა აღნიშნული ახალი რეკომენდაცია. უწყება ხაზს უსვამს, რომ 2 მეტრამდე სოციალური დისტანციის დაცვა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთ-ერთი მნიშნვლეოვანი ფაქტორია. CDC მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ატარონ არა სამედიცინო, არამედ სახლის პირობებში, ნაჭრისგან დამზადებული პირბადეები, რადგან სამედიცინო პირბადეები აღნიშნულ სფეროში მომუშავე მედპერსონალისთვის არის კრიტიკულად საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)