|
2020-04-04 12:31:29, 15458 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 79 წლის მარნეულში დაინფიცირებული ქალბატონია. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. გარდაცვლილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. "31 მარტს ჩვენს კლინიკაში შემოყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, კრიტიკული პაციენტი ასაკით 79 წლის, რომელთანაც დაფიქსირებული იყო კორონავირუსი. ანამნეზში ამ პაციენტთან იყო ბოლო 6 თვის განმავლობაში მკვეთრი წონის დეფიცითი, ორმხრივად დადასტურდა მწვავე პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი, ჰემოდინამიკის რღვევით. მოგეხსენებათ, რომ ამ კვლევების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებულ იქნა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა. დღეს დილით 9 საათზე სამწუხაროდ დაფიქსირდა ლეტალობა", - განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)