|
2020-04-04 12:26:15, 3265 ნახვა
ომი უკრაინაში
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 33 პაციენტის პასუხი უარყოფითია, 3-ის პასუხი კი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36 პაციენტიდან კორონავირუსზე 33-ის პასუხი უარყოფითია, 3-ის პასუხს კი დღის განმავლობაში ელოდებიან. მისი თქმით, „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. „ „მედალფაში“ არის 7 დადასტურებული დაავადებული, რომელთაგანაც ერთ-ერთის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. დანარჩენი 6 პაციენტის მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი სიმძიმის. რაც შეეხება 24 საათის განმავლობაში, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გატარდა 36 პაციენტი. ესენი იყვნენ თვითდინებით შესული, ასევე საკარანტინე ზონიდან და ონლაინ კლინიკიდან გადამისამართებული პირები, რომელთაგანაც 33 შემთხვევაში მივიღეთ უარყოფითი კვლევის პასუხი, 3 შესაძლო შემთხვევა ახლა არის ლაბორატორიული კვლევის ფაზაში და დღის განმავლობაში გვეცოდინება მათ შესახებ ინფორმაცია“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)