|
2020-04-04 11:36:58, 4211 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი მოათავსეს, მათგან ერთი 13 წლის ბავშვია
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი მოათავსეს, მათგან ერთი 13 წლის ბავშვია, მეორე კი ზრდასრული. ამის შესახე ბოჭორიშილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ახალი ინფიცირებულები ოჯახის წევრისგან დაინფიცირდნენ, მათი მდგომარეობა კი სტაბილურია. სოლოღაშვილი აღნიშნავს, რომ მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 11 პაციენტი იყო, ერთი გამოჯანმრთელდა და დღეს გაეწერა, ამჟამად კი კლინიკაში 10 ინფიცირებული პაციენტი რჩება. „ჩვენს კლინაში 11 ინფიცირებული პაციენტია, 11-დან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელებული და ამ წუთებში ეწერება. ორი ახალი პაციენტიდან ერთია 13 წლის ბავშვბი და ერთი ზრდასრული. დადასტურებული დიაგნოზით 10 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, ერთი მეტნაკლებად საყურადღებოა, დანარჩენი სტაბილურია. როგორც ბრძანეთ, სასწრაფო დახმარების ექიმის ინფიცირება ჩვენთან არ დაფიქსირეულა. დანარჩენი ინფიცირებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ჩვენთან არაა“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)