18:03 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 17:07:11, 1740 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს დახმარებით სამედიცინო ხალათებისა და კომბინიზონების მწარმოებელმა საწარმომ წარმოება გააფართოვა

ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამედინო ხალათებისა და კომბინიზონების მწარმოებელ საწარმო „დოქტორ გუდსს" ესტუმრა.

მინისტრი ადგილზე გაეცნო საოპერაციო ნაკრების, ქირურგიული ხალათებისა და კომბინიზონების წარმოების პროცესს.

ნათია თურნავას განცხადებით, საწარმომ რამდენიმე თვის წინ სახელმწიფოს დახმარებით დაიწყო ფუნქციონირება და მისასალმებელია, რომ  მათი თანამშრომლებს რაოდენობა 5-დან 70-მდე გაიზარდა.

„დღეს ვიმყოფებით ქართულ საწარმოში, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა სამედიცინო დაცვის საშუალებებს, სამედიცინო-ქირურგიულ ხალათებს, სამედიცინო დაცვის კომბინიზონებს - ეს არის ის ნაწარმი, რომელიც დღეს, კორონავირუსის გავრცელებისგან პრევენციის ფარგლებში, ძალიან ესაჭიროება საქართველოს, ქართულ  ბიზნესს, იმ ადამიანებს, ვინც საჯარო სექტორშია დასაქმებული, იმათ, ვინც საკარანტინო სივრცეში მუშაობს და აქვს შეხება მაღალი რისკის მქონე პირებთან. აქედან გამომდინარე, ყველანაირად გვერდში ვუდგავართ საწარმოს, რომელიც ექვსი თვეა რაც ფუნქციონირებს და მუშაობა ხუთი ადამიანით დაიწყო, თუმცა დღეს 70-ზე მეტ ადამიანს ასაქმებენ. რაც მთავარია, საწარმო სანიმუშოდ ასრულებს უსაფრთხოების ყველა წესს და ეხმარება დანარჩენ ბიზნესს, თავადაც აღიჭურვონ უსაფრთხო მუშაობისთვს საჭირო პროდუქციით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საწარმო „დოქტორ გუდში 2019 წლის სექტემბერში დაფუძნდა სტარტაპ საქართველოს და საპარტნიორო ფონდის კონტრიბუციით. რამდენიმე კვირის წინ კი პროგრამის „აწარმოე საქართველოში" დახმარებით „თიბისი ბანკის" სესხი მიიღო წარმოების გასაფართოვებლად. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ დამატებით 32 საკერავი მანქანა შეიძინა, რაშიც 60 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. საწარმო დღე-ღამეში 10 ათასამდე ხალათსა და 2 ათასამდე სამედიცინო კომბინიზონს აწარმოებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics