07:43 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 10:01:02, 618 ნახვა

საზოგადოება
თბილისში დღეს სუპერთასის გათამაშება გაიმართება

თბილისში, "დინამო არენაზე" დღეს სუპერთასის გათამაშება გაიმართება. 

უეფა-ს სუპერთასის მატჩში ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან.

უეფა-ს სუპერთასის მატჩის დაწყებამდე, "დინამო არენაზე" შეხვედრის გახსნითი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

უეფა-ს ინფორმაციით,  გახსნის ცერემონია ქართული ხალხური ცეკვით დაიწყება. ამის შემდეგ ორივე გუნდი გამოვა მინდორზე და შესრულდება უეფა-ს სუპერ თასის ჰიმნი. ამასთან, ცერემონიაზე ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება, 1000 ბავშვის, ფეხბუთელების, მსაჯებისგან და სხვა პირებისგან შემდგარი. 

გახსნის ღონისძიებაზე ასევე წარსდგება ცეკვის ანსამბლი "ერისიონი", რომელიც წელს  130 წლის იუბილეს აღნიშნავს. წარმოდგენაში დაახლოებით 200 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას - მოცეკვავეები, მოზარდები და ბავშვები. 

ამასთან, გახსნის ცერემონიაზე მოზარდები მოედანზე შემოიტანენ უზარმაზარ დროშებს უეფა-ს ევროპა ლიგისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის თასების და უეფას სუპერ თასის ლოგოს გამოსახულებით, ასევე სამგანზომილებიანი ფორმატის ასოებით დაწერილ გუნდების სახელებს და დევიზს "ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს".

უეფა-ს სუპერთასის მატჩის შეხვედრა "დინამო არენაზე" თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics