2020-04-03 15:05:05, 2048 ნახვა
კომენტარი
პაატა იმნაძე - 37 გრადუსი არ არის შესაშფოთებელი ტემპერატურა, 37,5 გრადუსიდან უნდა გაიაროს ადამიანმა კონსულტაცია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ 37 გრადუსი არ არის ტემპერატურა, რომელმაც უნდა შეაშფოთოს ადამიანი.
მისივე თქმით, 37,5 გრადუსის ან მეტის შემთხვევაში ადამიანმა უნდა გაიაროს ექიმთან კონსულტაცია.
„მე რომ არ ვთქვა, რომ 37 არ ითვლება ტემპერატურად, არსებობს ჩემზე მეტი იცის გუგლი ქვია, ან სხვადასხვა ენციკლოპედიები, არად არ წერია, რომ 37 გრადისი არ არის ტემპერატურა, რომელზეც უნდა შეშფოთდეს ადამიანი. 37,5 და მეტის შემთხვევაში, უნდა გაიაროს კონსულტაცია“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან