18:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 19:00:34, 2043 ნახვა

საზოგადოება
ბაქრაძე - სამი კვირაა „ევროპული საქართველოს“ წევრები 350 გაჭირვებულ ოჯახს პროდუქტებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით ეხმარებიან

„ევოპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ პარლამენტის წევრები უკვე სამი კვირაა 350 გაჭირვებულ ოჯახს პროდუქტებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით ეხმარება, რასაც საკუთარი ხელფასებით ფარავენ.

მისი თქმით, აღნიშნული დახმარების ფასი ყოველკვირეულად 10-12 ათასი ლარია და ასეთი სახის დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.

„უკვე სამი კვირაა პარტია „ევროპული საქართველო“ ეხმარება 350 გაჭირვებულ ოჯახს. ეს გახლავთ ოჯახები, რომელშიც ცხოვრობენ მარტოხელა მოხუცებულები. ადამიანები, ვისაც არ შეუძლია ქუჩაში გასვლა და არ აქვს იმის სახსრები, რომ შეიძინონ პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები. უკვე სამი კვირაა, ყოველკვირეულად „ევროპული საქართველოს“ მოხალისეებს, რომლებმაც ლუგარის ცენტრში გაიარეს შესაბამისი ტრენინგი, ოჯახებში მიაქვთ ამ ადამიანებთან საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები. ამ პროგრამის, დახმარების ფასი ყოველკვირეულად გახლავთ დაახლოებით, 10-12 ათასი ლარი. ეს არის თანხა, რომელსაც პარლამენტის წევრები „ევროპული საქართველოდან“ საკუთარი ხელფასით ფარავენ. ჩვენ ამას ვაკეთებდით და ჩვენ გავაგრძელებთ 350 ოჯახის დახმარებას. ამას ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ ზედმეტი პიარის და საჯაროობის გარეშე. ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელი და მკაფიოა, რომ სოციალური სოლიდარობა, ქველმოქმედება და გვერდში დგომა საჭიროებს კონკრეტულ ნაბიჯებს და კონკრეტულ პროგრამებს. ასეთ ნაბიჯებს „ევროპული საქართველო“ დგამდა და ჩვენ მომავალშიც, კრიზისის ამოწურვამდე აუცილებლად დავეხმარებით 350 ოჯახს ჩვენი სახსრებით, ჩვენი თანხებით, ჩვენი ნაყიდი პროდუქტებით და ჩვენი მოხალისეებით. მათ შორის, პარლამენტის წევრებით, რომლებიც დადიან და დავდივართ მოხალისეებად ოჯახებში. ასე რომ, დახმარება გაგრძელდება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics