07:42 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2000-01-01 00:00:00, 12661 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი მანგლისის და კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრებს ეწვია

ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მანგლისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრებს ეწვია.

სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ცენტრში შეკრებილ ახალგაზრდებს მიაწოდეს ინფორმაცია ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების შესახებ.

საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა წიგნები 'მოდი გავიცნოთ ევროპა!' და ევროპის პოლიტიკური რუკა. შეხვედრა მოეწყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭრით.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics