20:30 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 14:27:42, 991 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - კომპანიას, რომელიც მოგვცემს გარანტიას, რომ შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს, საქმიანობის უფლება მიეცემა

„კომპანიას, რომელიც მოგვცემს გარანტიას, რომ შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს, საქმიანობის უფლება მიეცემა“, - ამის შესახე ეკონომიკისა და მდგრადი განვტარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით,  პირველ რიგში, უნდა დავრწმუნეთ, რომ მათი საქმიანობა იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო.

„ყველა ბიზნესის საქმიანობა, რომელიც მოგვცემს იმის გარანტიას, რომ შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს და უზრუნველყოფს საკუთარი თანამშრომლების, კლიენტების უსაფრთხოებას, შემდგომში იქნება დასაშვები. პირველ რიგში, უნდა დავრწმუნეთ, რომ მათი საქმიანობა იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო -  ეს არის ჩვენი პრიორიტეტი", - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც საკანონმდებლო მაცნეს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთულია საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ". მასში განისაზღვრა იმ კომპანიების ჩამონათვალი და ეკონომიკური საქმიანობის სახეები,   რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას.

რაც შეეხება სხვა ბიზნეს საქმიანობას, რომლებიც შეჩერდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მინისტრის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს მოსახლეობის დაცვისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics