|
2020-04-01 19:01:10, 1220 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი საქართველოს მთავრობას - ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყვეთ ჩვენს ხალხს
რეისების შეთავაზება ძალაშია, თქვენი არაფერი გვინდა, გარდა ერთისა, თბილისის აეროპორტში დაჯდომის ნებართვა, - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას. როგორც სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს, მას საზღვაგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსასყიდლოდ ჩამოყვანა უნდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილი თავისი „ხუშტურების“ გამო, გიორგი გახარიას ამის უფლებას არ აძლევს. „საქართველოს მთავრობას! ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყვეთ ჩვენს ხალხს. საელჩომ გამოუცხადა, რომ ბილეთები იაფად გაიყიდებოდა. მივიდნენ აეროპორტში და აღმოჩნდა, რომ მარტო 25 ბილეთი გაიყიდა. დანარჩენი ნაცნობობით გადანაწილდა თქვენს ახლობლებზე, ნათესავებსა და მეგობრებზე. რას დასცინით ხალხს?! გუშინ, 31 მარტს, ვარშავიდან დანიშნული გვქონდა პირველი რეისი უკრაინული „სკაიაპის“, რომელსაც უნდა წამოეყვანა გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი 190-მდე ჩვენი თანამემამულე უფასოდ. საერთოდ, მზად ვართ, თვითმფრინავებით ევროპიდან ჩამოვიყვანოთ 5 ათასი ადამიანი, მოველაპარაკე კარანტინზე, კარანტინი არაფერი დაგიჯდებათ, პირდაპირ აეროპორტიდან, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მივიყვანთ სასტუმროებში და იქ იქნებიან ორი კვირა, რომ საფრთხე არავის შეუქმნან. ეს ხალხი გაუსაძლის პირობებშია, საჭმლის ფული არ აქვთ, ქუჩაში არიან გამოყრილები, ეს ელემენტარულად საკუთარი ქვეყნის პატივისცემააა“,-აცხადებს სააკაშვილი. ის ხელისუფლებას მიმართავს, საკუთარ თავს სცენ პატივი, რადგან ასეთი საქციელით „საქართველოს საბოლოოდ თავი ეჭრება“ „ასე არ შეიძლება, საკუთარ ხალხს მოექცეთ. რეისების შეთავაზება ძალაშია. თქვენი არაფერი გვინდა, გარდა ერთისა, თბილისის აეროპორტში დაჯდომის ნებართვა. მინდა მივმართო ემიგრანტებს, გამოაფხიზლეთ ეს მთავრობა, გაუგზავნეთ წერილები, მოსთხოვეთ საელჩოებს, დაუშვან რეისები, უფასოდ მიგვყავხართ საქართველოში, უბრალოდ ივანიშვილი თავისი „ხუშტურების“ გამო, გახარიას ამის უფლებას არ აძლევს. მოვხსნათ ეს საკითხი და ყველაფერი გამოგვივა“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)