19:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-31 13:14:51, 1146 ნახვა

საზოგადოება
„ვითიბი ბანკი“ განაგრძობს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას

„ვითიბი ბანკი“ განაგრძობს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს KIA -ს მარკის ავტომობილებს გადასცემს.

„აღნიშნულ ვითარებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საველე სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საჭიროებს დამატებით ავტომობილებს, სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევიძინოთ და საჩუქრად გადავცეთ მათ KIA -ს მარკის ავტომობილები. გარდა ამისა, როგორც  იცით ვითიბი ბანკმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, გადარიცხა 200,000 ლარი, რომელიც  Covid 19 წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. 

მოხარულები ვართ, რომ ბიზნეს სექტორს  შესაძლებლობა გვეძლევა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან ერთად გავერთიანდეთ ამ რთულ პერიოდში და  სოლიდარობა გამოვუცხადოთ  მათ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.

აგრეთვე, ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც ყველაზე დიდი ზიანი მიადგა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო. რის შესახებადაც დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გავაჟღერებთ“.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 34 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics