21:49 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-31 12:16:30, 1340 ნახვა

კომენტარი
მერსედეს ვერა მარტინი - საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ღონისძიებებს, რაც შეარბილებს covid19-ის გავლენას ეკონომიკაზე

საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ღონისძიებებს, რაც შეარბილებს covid19-ის გავლენას ეკონომიკაზე, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში მერსედეს ვერა მარტინმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშრისო სავალუტო ფონდი აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან, მიმდინარე პროგრამის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" ფარგლებში დამატებითი ფინანსური რესურსის მისაწოდებლად.

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემურმა გავრცელებამ უარყოფითი გავლენა იქონია ქართველი ხალხის ცხოვრებაზე და გააუარესა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა. საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ღონისძიებებს, რაც შეარბილებს არსებული შოკის გავლენას მოსახლეობაზე და ეკონომიკაზე.

სსფ აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან, მიმდინარე პროგრამის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" ფარგლებში დამატებითი ფინანსური რესურსის მისაწოდებლად, რაც საჭიროა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ეკონომიკისა და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად.

შოკის გავლენის შესუსტებასთან ერთად, სსფ-ს დაფინანსება სხვა დონორების დაფინანსების წამახალისებელიც გახდება",  - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics