|
2020-03-31 10:39:05, 1115 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული 11 ახალი პაციენტიდან კრიტიკული მდგომარეობა არც ერთთან არ ფიქსირდება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ გუშინ ღამიდან, დღეს დილამდე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 11-ით გაიზარდა და 3 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ახალი 11 პაციენტიდან კრიტიკული მდგომარეობა არც ერთთან არ ფიქსირდება. „დღეს დილას გვყავს 108 დადასტურებული შემთხვევა, ანუ გუშინ დილიდან დღეს დილამდე დაგვემატა 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ამ 11-დან ჩვენს ცენტრში არის მოთავსებული 3 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან, როგორც ვიცი, დღევანდელი მონაცემებით კრიტიკული და ძალიან მძიმე არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ არის, თუმცა დინამიკაში რა განვითარება ამაზე ლაპარაკი რთულია, თუმცა ახალი 11 პაციენტის კრიტიკული მდგომარეობა არც ერთთან არ ფიქსირდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)