21:47 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-30 17:49:18, 1511 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი - შეირჩა 780 თნამშრომელი, რომლებიც მომდევნო რამოდენიმე კვირის განმავლობაში საპატიმროს ტერიტორიაზე იცხოვრებენ

შევარჩიეთ 780 თანამშრომელი, რომელიც გუშინ გამოცხადდა სამსახურში, საპატიმროების ტერიტორიაზე და ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში აღარ წავლენ შინ. 780 თანამშრომელი საპატიროების შენობებში იცხოვრებს ტერიტორიის დატოვების გარეშე - ამის შესახებ თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს უპრეცენდენტო ნაბიჯი, პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების დაცვის მიზნით გადადგა, რათა მათ არ ჰქონდეთ ვირუსის გარედან შეტანის განცდა.

"როგორც ხედავთ ვირუსი გადავიდა გავრცელების ახალ ეტაპზე და ჩვენც გადავდივართ ბრძლის ახალ ფაზაში. შესაბამისად საქართველოს საპატიმროები გადადის მართვის ახალ ეტაპზე. ჩვენ ის მოდელი შევიმუშვეთ რაც საპატიმრო სისტემისთვის არ არის ბუნებრივი. 

შევარჩიეთ 780 თანამშრომელი, რომელიც გუშინ გამოცხადდა სამსახურში, საპატიმროების ტერიტორიაზე და ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში აღარ წავლენ შინ. 780 თანამშრომელი საპატიროების შენობებში იცხოვრებს ტერიტორიის დატოვების გარეშე, იმისათვის რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს არ ჰქონდეთ იმის განცდა,რომ გარედან რომელიმე ინსპექტორ კონტროლიორი მოახდენს ვირუსის შეტანას. ეს არის უპრეცენდენტო ნაბიჯი რაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გადადგა. 

მინდა ამ 780 თანამშრომელს დიდი მადლობა ვუთხრა, რადგან მათ ნებაყიოფლობით მიიღეს გადაწყვეტილება დროებით დატოვონ ოჯახები და 24 საათიან მორიგეობაზე გადავიდნენ. ანუ დაახლოებით 400- ზე მეტი თანამშრომელი იქნება თითო ცვლაში, რის შემდეგაც ისინი დაისვენებენ მათთვის შექმნილ ყაზარმულ სივრცეში სადაც მათ ექნებათ სამჯერადი უფასო კვება და რა თქმა უნდა ის უფლებები, რაც პატიმრებს არ აქვთ.
მათ გაეწევათ შესაბამისი ფინანსური შეღავათი, რომ ნაწილობრივ მაინც ამგვარი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობა დაკომპენსირდეს. 

მინდა პატიმრებს მივმართო და ვთხოვო მათ, რომ მოუფრთხილდნენ, პატივი სცენ და თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის აგრესიისგან ამ 780 თანამშრომლის მიმართ , რომლებმაც ნებით გადაწყვიტეს მათთან ერთად საპატიმროში ცხოვრება მომდევნო კვირების განმავლობაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics