21:49 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-30 16:13:54, 1220 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი ემიგრანტებზე: მუშაობა გაგრძელდება საკმაოდ მაღალი ინტენსივობით

ემიგრანტებთან დაკავშირებით, მუშაობა მიმდინარეობს და ეს მუშაობა არ შეწყდება, გაგრძელდება საკმაოდ მაღალი ინტენსივობით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ემიგრანტების ჩამოყვანის საკითხზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა და შესაბამისი რესურსების მობილიზება.

„ემიგრანტებთან დაკავშირებით ვრცელი ინფორმაცია გამოაქვეყნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც  ჩამონათვალია იმ არაერთი მასიური ღონისძიებების, რაც ჩვენმა სახელმწიფომ ჩაატარა ემიგრანტებთან  და დიასპორის წარმომადგენლებთან დაკავშირებით. მუშაობა მიმდინარეობს და ეს მუშაობა არ შეწყდება, გაგრძელდება საკმაოდ მაღალი ინტენსივობით. გეგმაზომიერება ამ საქმეში არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი.

 ჩამოყვანის ყველა ფაქტია მოყვანილი და დაგეგმილი რეისებია გამოცხადებული,  შესაბამისობაშია საკარანტინო რესურსებთან, რომელიც საქართველოს გააჩნია და შესაბამისი რესურსების მობილიზაცია და ჩამოყვანა არის სრულ შესაბამისობაში ერთმანეთთან, რათა ჩამოყვანილმა ხალხმა თავის თავს არ შეუქმნას საფრთხე  და ასევე არ შეიქმნას ეს ქაოტური მდგომარეობა. ასე რომ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და მე ვფიქრობ, არის უპრეცედენტო ჩვენი სახელმწიფოს შეძლების ფარგლებში და ეს შესაძლებლობები საკმაოდ გამოიხატა დადებითად ჩვენი დიასპორების წარმომადგენლების დახმარებაში ცალკეულ ქვეყნებში და ჩამონათვალი ამ ქვეყნებისა საკმაოდ ვრცელია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics