2020-03-30 13:29:43, 2397 ნახვა
რეგიონი
მარნეულის მერიასთან ხალხმრავლობა იყო, მერი მოსახლეობას დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებდა
მარნეულში მერიასთან ხალხმრავლობა იყო, ათეულობით მოქალაქები დახმარებას ითხოვდა.
ადგილზე იმყოფებოდა მარნეულის მერი, რომელიც მოსახლეობას დისტანციის დაცვისკენ და სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებდა.
„სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ მოსახლეობაში ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს დახმარება ყველამ უნდა მიიღოს. ეს დახმარება არის გარკვეული ჯგუფებისთვის,იცით, რომ ვეხმარებით გარკვეულ ოჯახებს. სამწუხაროდ, გარკვეულ ოჯახებში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ყველამ უნდა მიიღოს ეს დახმარება, თუმცა ეს დახმარება არის გარკვეული ჯგუფებისთვის. ჩვენ სიები გვაქვს და მივალთ ყველა ოჯახში, ყველას დავეხმარებით“, - თქვა ზაურ დარგალმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,