12:47 - 22 Jul, 2026
|
2020-03-29 19:45:45, 27191 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ხვალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 7 პაციენტის პასუხს ელოდებიან
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ხვალ დილით, კორონავირუსზე 7 პაციენტის პასუხს ელოდებიან. მისი თქმით, დილის შემდეგ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა და კვლავ რჩება 4 მძიმე პაციენტი. „დილის შემდეგ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა. ჯერჯერობით კვლავ რჩება 4 პრობლემური პაციენტი და აქედან 2 კრიტიკულია, 2 კი ძალიან მძიმე პნევმონიით. ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის მძიმე. დანარჩენი ვნახოთ დინამიკაში. ის იმყოფებოდა ჩამოსვლიდან თვითიზოლაციაში. დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 7 პაციენტზეა აღებული ტესტირება და ვნახოთ ხვალ დილით ამ 7 პაციენტიდან რამდენს დაუდასტურდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)