|
2020-03-29 19:44:35, 28136 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მოგზაურობა დაკავშირებულია ინგლისთან
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მოგზაურობა ინგლისთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, დღეს დილით კორონავირუსზე ტესტირება 10 პაციენტს ჩაუტარდა, საიდანაც მხოლოდ 1 აღმოჩნდა დადებითი. „დღეს, დილის შემდეგ დაგვემატა ერთი ახალი შემთხვევა და კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის 91. 91-ე ახალი პაციენტი არის ჩვენს ცენტრში. ჩვენს ცენტრში დილით დაახლოებით 10 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და 1 პაციენტზე იყო დადებითი პასუხი, დანარჩენებზე კი უარყოფითი. ამ 91 პაციენტიდან, 47 არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული, დანარჩენი 44 არის COVID-19-ის მიმღებ სხვა ექვს დაწესებულებაში. ახალი პაციენტის წყარო ცნობილია, მისი მოგზაურობა ინგლისს უკავშირდება. მისი კონტაქტების გამოკვლევა დადსტურებიდან ერთ საათში ვერ ხდება, მაგრამ რა თქმა უნდა, მოხდება ამ კონტაქტების კვლევა თავიდან ბოლომდე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)