|
2020-03-29 18:51:20, 27947 ნახვა
ომი უკრაინაში
თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი პაციენტების ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე მოსული ყველა ტესტი უარყოფითია. მისი თქმით, სამი პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და მათ რამდენიმე დღეში განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ. „დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან ყველა ტესტი უარყოფითი მოვიდა. ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ ხდება არანაირი ცვლილება. 2 პაციენტი კვლავ აგრძელებს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მათთვის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნება ხორციელდება. დანარჩენი პაციენტები კი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან. სამი მათგანის დგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და რამდენიმე დღეში განმეორებით ტესტირებას ველოდებით“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)