|
2020-03-29 13:04:34, 23566 ნახვა
ომი უკრაინაში
ქუთაისის ინფექციურში 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - ზუგდიდიდან 2 პაციენტს გამოჯანმრთელებულს გაწერენ
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე მიიღეს პასუხები 4 საეჭვო შემთხვევაზე - ლაბორატორიულად კორონავირუსი არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. მედიკოსების ინფორმაციით, კლინიკაში 2 ახალი პაციენტია შეყვანილი, რომლებსაც სომხეთსა და თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. მათი ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ანალიზზე, პასუხი კი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. ამ დროისათვის ქუთაისი ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 2 პაციენტი მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარება დამაკმაყოფილებელია. ამასთან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 28 მარტს, ცხელებისა და ხველის ნიშნებით მოთავსებული 2 პაციენტი დღეს გაეწერება. საუბარია სენაკელ ხალგაზრდა ქალზე და ჩხოროწყუს მცხოვრებზე. ეპიდემიოლოგების კვლევის მიხედვით მათ საეჭვო სიმპტომები არ აქვთ, სისხლის ანალიზიც ნორმაშია, ამიტომ მათი ბიოლოგიური მასალის ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნა საჭირო არ გახდა. პაციენტებს არ ჰქონდათ საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია და არც covid-19-ით ინფიცირებულთან კოტაქტზე საუბრობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)