|
2020-03-28 12:07:54, 11092 ნახვა
ომი უკრაინაში
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი - სამი პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი პაციენტის მდგომაროება მკვეთრად გაუმჯობესდა. საავადმყოფოს დირექტორის ლევან რატიანის თქმით, ელოდებიან 14 დღის გასვლას, რომ ამ პაციენტებს ნაცხი აუღონ კორონავირუსზე. „ამ ეტაპზე კლინიკაში 63 პაციენტია, მათგან არის ერთი დამატებითი ინფიცირებული შემთხვევა. ანუ კლინიკაში 14 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. ვერ გაგცემთ პასუხს იმაზე, თუ რომელი კლასტერიდანაა ეს პაციენტი ინფიცირებული, რადგან მე ეპიდემიოლოგი არ ვარ. ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ მათი წარმომავლობა შესწავლილია. ჩატარებული მკურნალობის შედეგად ორი პაციენტი მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მათი მდგომაროება სტაბილურია, რაც ნიშნავს იმას, რომ ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. დანარჩენი პაციენტები ინტესნიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან. მინდა გითხრათ, რომ სამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. ამიტომ ველოდებით 14 დღის გასვლას, რომ ავიროთ დამატებითი ნაცხები. თუ მოხდა ბიოლოგიურ ნაცხში ორჯერადად არ აღმოჩნდა კორონავირუსი, ისინი უახლოეს დღეებში დატოვებენ საავადმყოფოს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)