|
2015-08-09 10:34:22, 664 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ ქობულეთში დაღუპული მეომრის ოჯახი და საფლავები მოინახულა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში 8 აგვისტოს ომში დაღუპულ თენგიზ ჭაღალიძის საფლავს პატივიმიაგო. საფლავის მონახულების შემდეგ არჩილ ხაბაძე მთავრობის წევრებთან ერთად გმირის ოჯახს ეწვივნენ და მიუსამძიმრეს. 20 წლის კაპრალი - თენგიზ ჭაღალიძე 2008 წლის აგვისტოს ომში ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა. იგი სკოლის დასრულების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. მეხუთე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის კაპრალი თენგიზ ჭაღალიძე საომარი მდგომარეობის დროს ცხინვალის მისადგომებთან დაიჭრა, მაგრამ საცეცხლე ზონა არ დაუტოვებია. 9 აგვისტოს ქართველი ჯარისკაცების დისლოკაციის ადგილი მოწინააღმდეგის მოერიშეებმა დაბომბეს და 20 წლის კაპრალი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. 2008 წლის აგვისტოს ომში გამოჩენილი მამაცობისთვის კაპრალ თენგიზ ჭაღალიძეს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი მიენიჭა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქობულეთში დაკრძალული მეომრების ომარ ასლანიძისა და ამირან შაინიძის საფლავებიც მოინახულა. ისინი ერგნეთსა და ნიქოზში გამართულ ბრძოლებში დაეცნენ. ამირან შაინიძეს მეუღლე და ორი ქალიშვილი დარჩა. გმირის სახელის ხსოვნის პატივსაცემად ქუჩას, სადაც იგი ცხოვრობდა ამირან შაინიძის სახელი მიენიჭა. 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან 16 სამხედრო მოსამსახურე დაეცა. მათ შორის ორი ბათუმელი ჯარისკაცი. 8 აგვისტოს ომის გმირების ოჯახებს დახმარების სახით 3000-3000 ლარი გადეცემათ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)